პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ორივე მოზარდი მისი სკოლის მოსწავლეა. მისი თქმით, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ერთმანეთთან რაიმე სახის დაპირისპირება აქამდე არასდროს ჰქონიათ. ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე დანით შესულიყო, დირექტორმა უპასუხა, რომ „ამას ვერ გამორიცხავს“. სკოლის დირექტორის განცხადებით, მკვლელობის დღეს ერთ-ერთი ბრალდებული მოსწავლე სკოლაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ხოლო მეორე ბრალდებული 6 გაკვეთილს დაესწრო.
„ადამიანის დახასიათება, რომელიც ასეთ არადამიანურ ქმედებას ჩაიდენს, არ შეიძლება. ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია ჩხრეკა სკოლაში, ოღონდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. ჩხრეკას სისტემატიურად ვაწარმოებთ, არიან რისკის ჯგუფის ბავშვები, რომლებთანაც მეტ ყურადღებას ვიჩენთ. ხოლო ის, რაც მოხდა, არის კატასტროფა
ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში იმ დღეს საერთოდ არ ბრძანდებოდა, მეორე მოსწავლე ექვსი გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა. ხოლო შემდეგ რა მოხდა, ამაზე პროკურატურა ისაუბრებს. 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსწავლეებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო. რაიმე სახის დაპირისპირება, ღელვა ან შფოთვა, არაფერი შეგვიმჩნევია“, – განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.
მისივე თქმით, სამართალდამცველებს ის ამ დრომდე არ დაუკითხავთ.