თამარ ჩხეიძე: შანბა ეთნოწმენდის და გენოციდის ჩამდენი რეჟიმის წარმომადგენელია

სრულიად მიუღებელი და არაადეკვატურია სერგეი შამბას განცხადებაში რაიმე პოზიტიურის და იმედის მომცემის დანახვა.ჯერ ერთი ვინ არის სერგეი შამბა ჩვენთვის?რა დამოუკიდებელი რამე ძალაა, რომელიც რამეს წყვეტს?იგი მხოლოდ დანაშაულებრივი(ეთნოწმენდის და გენოციდის ჩამდენი)რეჟიმის წარმომადგენელია და რაც მთავარია რა თქვა მან? მან თქვა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს ორ მხარეს, ორ მეზობელს, ანუ ორ სახელმწიფოს შორის. ეს ხომ სწორედ ისაა, რასაც საყვარელი პუტინი დღე და ღამ ქადაგებს ახალი რეალობების ცნობის კონტექსტში.რუსეთისთვის წყალივით აუცილებელია აგრესიის და ოკუპაციის ნაცვლად მომხდარის ორი ეთნიკური მხარის კონფლიქტად გამოცხადება.მოკლედ ახლა პუტინმა მისი პატარა სისხლიანი მარიონეტის პირით იგივე შემოგვთავაზა, რასაც ყოველთვის გვთავაზობდა: გონს მოეგეთ, ახალ რეალობებს შეეგუეთ, და მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან მოაგვარეთ საქმეო, ჩვენ რა შუაში ვართ, მხოლოდ გულკეთილობის გამო ვზრუნავთ მხარეებზეო .
მოკლედ შანბას ახალი არაფერი უთქვამს, მხოლოდ ოკუპანტის პერმანენტული მოწოდება გაიმეორა.შანბა წესით ოთხოზორია_ტატუნაშვილის სიაში შესატანი ანტიქართველი დამნაშავეა, ახლაც პუტინის ანტისახელმწიფოებრივ პროგრამას ახ ორც იელებს და ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ ამან ზოგი ქართველი პოლიტიკოსის შექება დაიმსახურა-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროები სამუდამოდ დარჩებიან
შემდეგი სტატიალუკაშენკომ კადიროვი ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა