პოლონეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროები სამუდამოდ დარჩებიან

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, შეიარაღებულ ძალთა დღეზე სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი სამხედროები პოლონეთში მუდმივად იქნებიან. პოლონეთი რუსეთის მხრიდან ახალ აგრესიას ელოდება, ამერიკული ჯარის ქვეყანაში ყოფნა კი “ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს შეაჩერებს”.
აშშ-ს შეიარაღებული ძალები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს მისიის ფარგლებში პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში არიან განლაგებული.
პოლონეთმა რამდენიმე ხნის წინ მუდმივი ამერიკული ბაზის და კონტიგენტის გაზრდის ლობირება დაიწყო. პოლონეთის ხელისუფლება აშშ-ს მთავარ დამცველად მიიჩნევს.
აღლუმი, რომელიც ეროვნული დღესასწაულია პოლონეთში, 1920 წელს ვარშავაში წითელ არმიაზე გამარჯვებას ეძღვნება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოველებმა ყირიმში მდიდრული სახლების თითქმის ნახევარი იყიდეს
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: შანბა ეთნოწმენდის და გენოციდის ჩამდენი რეჟიმის წარმომადგენელია