თამარ ჩხეიძე: ბინძური საქმე მზადდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

სრულიად აშკარაა, რომ ივანიშვილი და მისი ჯიბის ხელისუფლება მთელი თავიანთი შესაძლებლობების მობილიზაციას ახდენენ, რათა პირველივე ტურში გაიყვანონ ოკუპანტის რჩეული .აშკარაა, რომ მათ გაყალბების ეს სქემა უკვე მომზადებული აქვთ და გათვლილი 50 პროცენტზე თუნდაც მცირედით მეტის გაფორმებაზე.მათ დავალებული აქვთ პირველივე ტურით საქმის მოთავება, მაგრამ ეს პროგრამა მაქსიმუმი, მინიმუმისგან განსხვავებით, მთლიანად გარანტირებულად არ მიაჩნიათ,რადგან 50პროცენტზე საიმედოდ გადაბიჯება და თავის დაზღვევა გარანტირებული არა აქვთ. სალომეს რეალური რეიტინგის გათვალისწინებით, მისი თუნდაც პირველ ადგილამდე, მითუმეტეს 50 პროცენტამდე აქაჩვა, წესით შეუძლებელი უნდა იყოს, წესით…… მაგრამ..თუ გავითვალისწინებთ სახელისუფლო რესურსებს და მათი ბელადის მიერ რუსეთიდან მიღებული მოთხოვნის კატეგორიულობას, საფრთხე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდია. საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ამ სპეცოპერაციის ჩასაშლელად,კოლოსალური საპირისპირო ძალა და საერთო ეროვნული მიზანმიმართულებაა საჭირო.
ხალხთან კომუნიკაციის სხვა საშუალებები( ძირითადად ტელევიზია)ჩემთვის მისაწვდომი არ არის, ამიტომ თუმცა ვიცი, რომ ამას ძალიან მცირე ან თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მე სხვა აზრის გამოხატვის საშუალება და არც პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი არ მაქვს და მაინც მოვალედ ვთვლი თავს, ფეისბუქით მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს გააცნობიეროს არსებული საფრთხე და არავითარ შემთხვევაში ხმა არ მისცეს სალომე ზურაბიშვილს. კონკრეტულ შემთხვევაში არჩევნების შედეგი ქვეყნისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ამ ეპოქაში.
მთელი ამ წლების მანძილზე რუსეთმა ვერ შეძლო, თუმც სულ ამას ცდილობდა, მსოფლიოს წინაშე მსხვერპლის გამოყვანა დამნაშავედ აქედან გამომდინარე შედეგებით. ახლა, მისთვის საუკეთესო ვარიანტი აქვს შერჩეული: – თავად მსხვერპლი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი და თუ გაიმარჯვა, პრეზიდენტი, იძლევა ჩვენებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,ზეპირად თუ წერილობით აცხადებს დანაშაული ჩავიდინეთ და ტერიტორიის დაბრუნების უფლება აღარ გვაქვსო და ა.შ. თანაც ეს პრეზიდენტი ემიგრანტული წარმოშობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია და მმართველი გუნდის წარმომადგენელი!ეს საფრთხე ჰიპოტეტური კი არ არის, უკვე დაწყებული აქვს მოქმედება-მოწინააღმდეგე უკვე აქტიურად იყენებს მტკიცებულებებად მის განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავაში. მიზანია მთელ მსოფლიოში აქამდე წარმატებით მომქმედი არ აღიარების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრა და საპირისპირო კოსოვიზაციის პროცესის ჩართვა – ანუ მხარეს რომელიც დანაშაულშია მხილებული, ერთმევა საკუთარი ტერიტორია საერთაშორისო აღიარებით. შეუძლებელია ვინმე, ვისაც ელემენტალური საღი აზრი გააჩნია და მით უფრო, ოდნავ მაინც შეხება ქონია პოლიტიკასთან და მით უფრო დიპლომატიასთან, ისეთი სულელი იყოს, რომ ეს არ ესმოდეს!.ესე იგი, ის ვინც ამას აკეთებს, პირდაპირ მუშაობს მოწინააღმდეგეზე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ! სასაცილოა,ივანიშვილის მიერ ნაყიდმა თუ უმეცარმა სალომეს დამცველებმა ერთი ამბავი რომ ატეხეს სალომეს, როგორ შეურაცხყოფენ, მოღალატეს ეძახიან, ბოლშევიკები და ფაშისტები არიანო! სიტყვები – ღალატი და მოღალატე არც ფაშისტებს და არც ბოლშევიკებს და არც მათი ჯურის სხვა ძალებს არ გამოუგონიათ,, ისინი მხოლოდ ბოროტად იყენებდნენ ამ სიტყვებს და ნებისმიერი განსხვავებული აზრის მატარებლის თუ თავიანთი კონკურენტის წინააღმდეგ , თორემ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ღალატის, ქვეყნის ღალატის მცნება ბუნებაში არ არსებობს და ამის უამრავი მაგალითი არაა თუნდაც ჩვენივე ისტორიაშიც (ყორღანაშვილი, ორჯონიკიძე და ა.შ. უამრავი) , სალომეს შემთხვევა სწორედაც კლასიკური ღალატია და მარტო პოლიტიკურად მიუღებელი და მავნე კი არა, რაც სათანადოდ წარმოჩნდა კამპანიისას, არამედ, სისხლის სამართლის დანაშაულია და ზუსტად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308 და 319 მუხლებს. ( მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა . . .,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.)
აფხაზთა კრებამ შეიტანა სათანადო სარჩელი პროკურატურაში სალომეს კანდიდატად დასახელების შემდეგ, მაგრამ ეს- სისხლის სამართლებრივი მხარე. ყოველნაირად იქნა მიჩუმათებული და არა მარტო ხელისუფლების მხრიდან.არავის დაპატიმრების მომხრე არასოდეს ვარ და დაპატიმრების რეალური საფრთხე რომ ქონდეს ზურაბიშვილს, მე ამის წინააღმდეგი ვიქნები, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და ვის აძლევენ ხმას მისი მომხრეები!

მოკლედ, ძალიან ბინძური საქმე მზადდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას გთხოვთ, გვერდზე გადადეთ პარტიული განსხვავებები, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის ნაციონალები ჭარბობენ, ან იმ ფაქტს, რომ ევროპული საქართველო ნაციონალებიდან არის გამოყოფილი, ახლა მთავარია,ქვეყანას ავაცილოთ სახელისუფლო კანდიდატის მიერ ” განგრენად ” აღქმული ჩვენი მშობლიური მიწების ოფიციალურად მტრისთვის გადაცემის სასიკვდილო საფრთხე, ამან ყველა უნდა გააერთიანოს, არა აქვს მნიშვნელობა ნაცია, ანტინაცია, ევროპული საქართველოს მომხრეა, ლეიბორისტია, სხვა პარტიის წევრია თუ უპარტიო, თუნდაც ოცნების წევრიც კი, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს თავისი ქვეყანა! აღარაფერს ვამბობ იმ ამაზრზენ პროცესებზე, რაც ფარული ჩანაწერებით გამომზეურდა.
მარტო ორი საკითხიც კი, რაც ფარული ჩანაწერებით კი არა, სრულიად ღიადაა ცნობილი მათივე მხრიდან- მტრის სასარგებლოდ ქვეყნის დასმენა და ნარკოტიკებით ერის დეგრადაციის მიზანი, სრულიად უნდა გამორიცხავდეს არჩევნებში ამ ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმის მიცემას!

თამარ ჩხეიძე

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში Tesla-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიადღეს არჩევნები – მოსახლეობა რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს