დღეს არჩევნები – მოსახლეობა რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით დღეს მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის არჩევა პირდაპირი გზით ხდება.

კენჭისყრაში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

სულ გახსნილია 3 ათას 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ. რეგისტრირებულია სამი მილიონ ნახევარზე მეტი ამომრჩეველი. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 08:00-ზე დაიხურება. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს პირველი დეკემბერსა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: ბინძური საქმე მზადდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნებისათვის 82 000-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული