თამარ ბელქანია: თანაბარი უფლებები მიეცეს ყველა კანდიდატს! ეკლესია ამის გარანტი უნდა იყოს და არა კანდიდატებსა და მათ მომხრეებს შორის განხეთქილების მიზეზი!

ის რაც დღეს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მოხდა ყოვლად მიუღებელია. ჟურნალისტებს-არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება.
ეს ყველაფერი კი ღვთის სახელით ჯვრით ხელში ხდება.
საქმე ისაა, რომ ერთერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი ალექსანდრე მოწერელია ეკლესიის მხარდაჭერით ამომრჩეველთან შეხვედრას ტაძრის ეზოში და თავად ტაძარში გეგმავს და მხოლოდ ერთ ტელე არხს (საპატრიარქოს არხს) უშვებენ.
ისედაც ყოვლად უთანასწორო წინასაარჩევნო პერიპეტიებია, სადაც ხელისუფლება ყველა სახელმწიფო რესურსს საკუთარ კანდიდატს ახმარს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შეხვედრებზე ერთი და იგივე ხალხი დაყავთ. ქმნიან ილუზიას რომ ეს ხალხს უნდა დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრა. უკვე ამ ილუზორული ,,რეალობის” შექმნაში ცალკეული სასულიერო პირები და ცალკეული მედიასაშუალებები ჩაერთნენ.
ვითხოვ მიეცეთ ჟურნალისტებს უფლება განახორციელონ პროფესიული საქმიანობა! და აქვე-პიარ სამსახური არ ნიშნავს რომ პროფესია დაივიწყოთ კოლეგებო, უხერხულია როდესაც შორიდან კი არ ახლოდან მშვიდად უყურებთ თქვენს კოლეგებს სამუშაო ველიდან ძალით როგორ აძევებენ.
ვითხოვ ინფორმაციის მიღების უფლებას!
ვითხოვ სამართლიან წინასაარჩევნო გარემოს!
ვითხოვ თანაბარი უფლებები მიეცეს ყველა კანდიდატს! ეკლესია ამის გარანტი უნდა იყოს და არა კანდიდატებსა და მათ მომხრეებს შორის განხეთქილების მიზეზი!
#თანაბარიუფლებებიყველაკანდიდატს!-წერს “წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია.

banner
წინა სტატიაშიგლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე: მიშა არის სრულყოფილი პოლიტიკოსი, მისი თანაშემწე ვარ