თამარ ბელქანია: სასწრაფოდ უნდა მოხდეს განათლების, კერძოდ კი სკოლის დეპოლიტიზება

“პარტია “საქართველოსთვის” ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.
საგულისხმო კი ისაა, რომ ეს ქალბატონიც პედაგოგია.
გუშინ კანდიდატურა ენმ ჭალე- მუჟავას მაჟორიტარმა-პროფესიით პედაგოგმა მოხსნა და მას მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. მეტიც კავშირზე საკუთარ პარტიასთანაც არ გამოდის.
ამიტომ ჩემი ღია სოლიდარობა პროფესია პედაგოგისადმი ! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მით უფრო საოკუპაციო ხაზზე!
სასწრაფოდ უნდა მოხდეს განათლების, კერძოდ კი სკოლის დეპოლიტიზება სანამ კიდევ გვაქვს ავტორიტეტი მოსწავლეებს შორის!
სოლიდარობას და გვერდში დგომას ვპირდები ყველა პედაგოგს ვისზეც ხელისუფლება ზეწოლას ახდენს!-აცხადებს პარტია “ლელოს” წალენჯიხის მერობის კანდიდატი თამარ ბელქანია

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა ახლადდანიშნულ მინისტრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ნიკოლ ფაშინიანს დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის