თალიბანის მეომრები ავღანეთის ხელისუფლებას იარაღით ბარდებიან

ავღანური მედია,  ავღანეთის კუნარის პროვინციის გუბერნატორმა ვაჰიდულლაჰ ქლიმზეიმზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქვეყნის ძალოვანებს იარაღიანად  დანებდა თალიბანის 60 მეომარი, რომელთა შორის საველე მეთაურებიც არიან…

დანებებულებს შორის ზოგიერთებს მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ამ პროვინციაში შემავალ სუქაის და ჰასის რაიონებში განხორციელებულ ტერაქტებში.

ქლიმზეის თქმით, ტერორისტები, მთავრობის მხრიდან წარმოებული ე.წ. “სამშვიდობო პროგრამის“ ფარგლებში დანებდნენ ხელისუფლებას… ,,ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის მშვიდობა-უსაფრთხოებისათვის, ამიტომაც, თალიბანის სხვა წევრებსაც დანებებისკენ მოვუწოდებ“,- განაცხადა გუბერნატორმა.

ქაბული, სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში იარაღით დანებებულ ტერორისტებს იწყალებს, ხოლო ამასთან ერთად მათ მატერიალურ მხარდაჭერასაც უცხადებს და სამუშაო ადგილითაც უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა ,,twitter,,-სა და ,,facebook,,-ს სიურპრიზს ჰპირდება
შემდეგი სტატიაჩინეთში ელექტრო თვითმფრინავის ახალი მოდელი შეიმუშავეს