ზახაროვა ,,twitter,,-სა და ,,facebook,,-ს სიურპრიზს ჰპირდება

,,twitter,,-ში და ,,facebook,,-ში რეკლამის განთავსებით აშშ-ს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს, კონკრეტული კანდიდატის საწინააღმდეგოდ ჩარევაში დადანაშაულებული რუსეთის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს, ,,რაშა თუდეისა,, (RT) და Sputnik-ს, სოციალური ქსელის ამ პლატფორმეებში რეკლამის განთავსება აეკრძალათ.
აშშ-ს მსგავს გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და მას აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან რუსული მედიაზე პირდაპირი ზეწოლა უწოდა.
,,აშშ-ს ქმედებებს რა თქმა უნდა მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები,რომელიც გარკვეული სიურპრიზი იქნება,, აცხადებს ზახაროვა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
შემდეგი სტატიათალიბანის მეომრები ავღანეთის ხელისუფლებას იარაღით ბარდებიან