თალაკვაძე: სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი პუტინის დაგეგმილია, მისივე განცხადებით ასე გამოდის, რომ მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით პუტინმა ჩამოიყვანა

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი პუტინის დაგეგმილია, მისივე განცხადებით ასე გამოდის, რომ მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით სააკაშვილი ვლადიმერ პუტინმა ჩამოიყვანა,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” მასთან დაკავშირებით პუტინის დავალებებს ასრულებს და ის პუტინის პირადი ტყვეა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს 7 ნოემბრის მოვლენები.

“სააკაშვილი თითქოს იბრძოდა საქართველოს და საქართველოს დემოკრატიისთვის, მაგრამ მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. აცხადებდა, რომ სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას. როცა მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს არ დაგეგმავდნენ, დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება სჭირდებათ პროვოკაციების მოსაწყობად. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა განახორციელეს რეიდი ტელეკომპანია “იმედზე”, დღეს იგივე ხალხი გადაფუთულები ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა და იგივე ხალხი აქეთ გამოთქვამს კრიტიკას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები დაინახონ. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვა არის სავალდებულო და არავითარი კომპრომისი ადამიანის უფლებების დაცვის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს დაშვებული – ეს არის ჩვენი პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც სცვიოდესო, ანუ ისეთ რეფორმებს ვატარებდითო, რომ ადამიანები თუ მოკვდნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და დაირღვა უფლებები, ეს შეიძლება მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო, საზოგადოებამ 8- ჯერ გააკეთა ამ ორს შორის არჩევანი და მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას,”- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისი საქალაქო სასამართლოსთან კიდევ ერთი აქტივისტი, ბესიკ თამლიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაწიკლაური გირგვლიანზე: 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია”