თბილისი საქალაქო სასამართლოსთან კიდევ ერთი აქტივისტი, ბესიკ თამლიანი დააკავეს

თბილისი საქალაქო სასამართლოსთან კიდევ ერთი აქტივისტი, ბესიკ თამლიანი დააკავეს. ის მანქანაში ძალის გამოყენებით რამდენიმე პოლიციელმა ჩასვა.

უცნობია ზუსტად რა ბრალდებით დააკავეს თამლიანი, თუმცა სავარაუდოდ, მასაც როგორც სხვა დაკავებულებს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები და აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, 11:00 საათიდან შეიკრიბნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან წაიყვანეს
შემდეგი სტატიათალაკვაძე: სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი პუტინის დაგეგმილია, მისივე განცხადებით ასე გამოდის, რომ მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით პუტინმა ჩამოიყვანა