თალაკვაძე: კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე

“კახი კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე, ტოვებს თამაშს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ “რუსთავის 2”-ის ეთერში, დედაქალაქის მერზე, კახა კალაძეზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, კალაძე გუნდის გამორჩეული ლიდერია.

“კახი კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია, ჩვენ მასთან ერთად არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული ერთად. კახი კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე, ტოვებს თამაშს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. მე გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და ჩვენი გუნდი ერთად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც იყოს შესრულებული მაქსიმალურად, რის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვაძლევდა”, – აცხადდებს თალაკბაძე.

banner
წინა სტატიაშიბობოხიძე: ფინანსთა მინისტრის გადადგომა, მეტყველებს, რა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა
შემდეგი სტატია“სტამბაში იკრიბებიან ოკუპანტი ღორები! ვიწყებთ შეკრებას!” – თბილისში, საპროტესტო აქცია დაიგეგმა