ბობოხიძე: ფინანსთა მინისტრის გადადგომა, მეტყველებს, რა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა

“ჯერ პრემიერ-მინისტრის, ახლა კი ფინანსთა მინისტრის გადადგომა აჩვენებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა” , – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი, აკაკი ბობოხიძე , ივანე მაჭავარიანის გადადგომას.

ბობოხიძის შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი არა მინისტრთა გადადგომა, არამედ ეფექტიანი პოლიტიკური შეთანხმებებია.

“ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახლა კი ფინანსთა მინისტრის, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა და გამოსავალი, სამწუხაროდ, მინისტრების გადადგომა არ არის. გამოსავალს გაცილებთ უფრო ეფექტიანი პოლიტიკური შეთანხმებები სჭირდება, რათა ამ ქვეყანამ თავი დააღწიოს იმ პრობლემებს, რაც „ქართული ოცნების“ 9-წლიანმა მმართველობამ შექმნა“,- განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე მაჭავარიანზე: მადლობა ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის
შემდეგი სტატიათალაკვაძე: კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე