ტერორიზმთან კავშირი და საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვა – მალხაზ ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაკავებულს ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.

„კურიერის“ ინფორმაციით, მალხაზ ტოხოსაშვილი პანკისის ხეობიდან, სოფელ ბირჯიანიდანაა. ტოხოზაშვილი წლებია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

სუს-ის ინფორმაციით, მამაკაცი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.

ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძემ და ზაზა სარალიძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის მიზეზებზე გერმანიის საელჩოში წერილი შეიტანეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა