ზუგდიდის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში – სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ „თაიმერს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კონტროლის ღონისძიებები სოფელ ყულიშკარსა და რუხში განხორციელდა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის – ჯამში 19820 სიგარტის ღერის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები კი გაეგზავნა სასამართლოს.

banner
წინა სტატიაშიტერორიზმთან კავშირი და საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვა – მალხაზ ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაიაშვილის კლინიკაშიი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა