ტერორისტმა პოლიციას უთხრა, რომ ნაყინი მიაქვს

nicaaaaaმუჰამედ ბუჰლელმა, რომელმაც წუხელ ნიცაში ტერაქტი მოახდინა, პოლიციელს, რომელმაც ის გააჩერა, უთხრა, რომ სატვირთოთი ნაყინი მიაქვს – ფრანგული Metro ავრცელებს.
ამან ტერორისტს საშუალება მისცა სანაპიროზე მოხვედრილიყო, რომელიც, როგორც წესი, მანქანებისთვის დაკეტილია.
თავდასხმა ადგილობრივი დროით 22 საათზე მოხდა. ნიცაში ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. შემთხვევის დროს სანაპიროზე დაახლეობით 30 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
საფრანგეთის პროკურატურის მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შეედგად გარდაიცვალა 84 და დაშავდა 202 ადამიანი.

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტერორიზმის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.
ხვალიდან სამი დღე საფრანგეთში გლოვის დღეა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: სატვირთოში, ნიცაში ბუტაფორიული იარაღები იპოვეს
შემდეგი სტატიამოამბე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიცაში საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს ვერ პოულობენ