მოამბე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიცაში საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს ვერ პოულობენ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში ეკატერინე სირაძე-დელონე მოამბესთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნიცაში საქართველოს ერთი მოქალაქის პოვნა ვერ ხერხდება. ელჩის განმარტებით, მისი მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, გარდაცვლილი იპოვნეს.

“ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, ერთი საქართველოს მოქალაქის შესახებ, რომლის სახელსა და გვარსაც ბუნებრივია არ დავასახელებ. დადასტურებულია, რომ მისი მეუღლე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, გარდაცვლილთა შორის არის. ეს ქალბატონი ამოცნობილია. თავად ეს პიროვნება, არ დასტურდება, არც გარდაცვლილთა შორის და არც დაშავებულთა შორის.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გარდაცვლილთა მხოლოდ 1/3-ია ამ წუთისთვის ამოცნობილი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მაქსიმალურად მოვიძიოთ ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ და მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუ რაიმე სიახლე გვექნება.

საქართველოს მოქალაქე მეუღლესთან ერთად იყო ნიცაში, გუშინ საღამოს, მეუღლე არის გარდაცვლილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პიროვნება არ არის გარდაცვლილი, ის უბრალოდ ვერ ამყარებს კავშირს მის ახლობლებთან, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ეს პიროვნება გუშინ საღამოს იმ ადგილას, სადაც მოხდა ეს საშინელი აქტი”, – განაცხადა სირაძე-დელონემ.

 

 

banner
წინა სტატიაშიტერორისტმა პოლიციას უთხრა, რომ ნაყინი მიაქვს
შემდეგი სტატიასოლიდარობა საფრანგეთს – ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა