ტერორისტების 7 ათასი ცოლი რუსეთში დაბრუნებას ითხოვს

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების საბჭოს ხელმძღვანელმა ხედა სარატოვამ განაცხადა, რომ მას ასობით ქალი დაუკავშირდა, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ახლა რუსეთში სურთ დაბრუნება – ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” წერს.

უფლებადამცველის თქმით, ქალები სირიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, როგორც ბოევიკების ცოლები. სარატოვას თქმით, საუბარია, დაახლოებით 7 ათას ქვრივზე, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაახლოებით 3,5 ათასი ქალია, მათგან თითოს 4-5 შვილი ყავს.

უფლებადამცველის თქმით, ტერორისტების ქვრივები მზად არიან სასჯელი მოიხადონ დასაბრუნებლად. ქალები ახლა დოკუმენტების გარეშე ცხოვრობენ და მათ დასჯის ეშინიათ – ნათქვამია “კომერსანტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ძალოვანებსა და უფლებადამცველებს შორის ტერორისტების ცოლების დაბრუნების საკითხზე დავა გრძელდება. ერთ-ერთი მხარე აცხადებს, რომ ტერორისტები ხშირად იყენებენ ქალებს და ბავშვებს თვითმკვლელებად ან მოკავშირეებად, მეორე მხარე კი მათთვის ამნისტიას ითხოვს

banner
წინა სტატიაშიმიგრანტების ქარავანი აშშ-ს საზღვართანაა
შემდეგი სტატიაარქეოლოგებმა აგამემნონის მიერ დაარსებული ქალაქი აღმოაჩინეს