მიგრანტების ქარავანი აშშ-ს საზღვართანაა

მრავალათასიანი მიგრანტების ქარავნიდან პირველი ნაწილი უკვე მიუახლოვდა ქალაქ ტიხუანას, რომელიც მექსიკა-აშშ-ს საზღვარზეა -ამის შესახებ El Universal-ი წერს.
დაახლოებით 350 ადამაინი, რომლებიც ჰონდურასიდან არიან, ქალაქში ცხრა სატვირთო მანქანით მივიდნენ. მათ ადგილობრივი საპატრულო პოლიცია მოაცილებდა. ტიხუანაში მათ მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის წარმმადგენლები შეხვდნენ, იმისათვის რომ სოციალური ბანაკები შესთავაზონ.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, მიგრანტებმა უარი განაცხადეს სამედიცინო და სოციალურ დახმარებაზე და სასაზღვრო რაიონამდე ფეხით წავიდნენ, სადაც, მთავრობას არანაირი საშუალება არა აქვს მათ დაეხმაროს.
მერმა ასევე, აღნიშნა, რომ მიგრანტები ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიან, ისინი სვამენ ალკოჰოლს, ეწევიან ნარკოტიკებს საზოგადოებრივ ადგილებში. ის არ გამორიცხავს, რომ მიგრანტების გამო კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდება.

ათასობით მიგრანტი მოემართება აშშ-სკენ ცენტრალური ამერიკის ღარიბი ქვეყნებიდან, რომ იქ თავშესაფარი ითხოვონ. დონალდ ტრამპმა საზღვარზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა, რომ არალეგალი მიგრანტების აშშ-ში შესვლა არ მოხდეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მზად არის ლიბიის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა
შემდეგი სტატიატერორისტების 7 ათასი ცოლი რუსეთში დაბრუნებას ითხოვს