ტერორი პირადი ცხოვრების კადრებით – ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ფარული თვალთვალისა და მიყურადების საქმეზე, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

დოლიძის თქმით, მმართველი გუნდი მათთვის საფრთხისშემცველ ყველა ოპონენტზე, ფართომასშტაბიან თვალთვალსა და მიყურადებას აწარმოებს.

“სხვათა შორის, მამაკაცების წინაშეც ვნახეთ არა ერთი, მათ შორის გვარამიას წინააღმდეგ, მსგავსი შანტაჟის მცდელობა. ეს არის ფართომასშტაბიანი სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა სერიოზულ, მნიშვნელოვან, საფრთხის შემცველ ოპონენტზე”,-თქვა ანა დოლიძემ.

ფარული თვალთავლისა და მიყურადების საქმეს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი. ნაზი ჯანეზაშვილს სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს და არ გამორიცხავს, რომ მასაც უთვალთვალებენ.

ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელის შეტანა “პოსტ-ფაქტუმში” გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. სიუჟეტში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ყვება, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა პირებზე თვალთვალს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია – გიორგი გახარიას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა
შემდეგი სტატიასამადაშვილი დანიელსონის დაბრუნებაზე – მზად ვართ კომპრომისისთვის