ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული თანამშრომლობა ეფუძნება- ელმარ მამედიაროვი

„ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა“ – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგრეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

ელმარ მამედიაროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობის ინტერსებს ემსახურება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებას, მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

banner
წინა სტატიაშიძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში
შემდეგი სტატიალიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა