ძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში

დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც, მეზობელ სახელმწიფოებს შორის დემარკაცია ყოველთვის კომპლექსური პროცესია.

„დღეს ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც არსებობდა. მე მაქვს ერთი თხოვნა ყველასთან, მათ შორის ქართულ მედიასთან – ძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში. ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი ყველასთვის. ამავე დროს, კომისია აგრძელებს პარალელურად მუშაობას. მოგეხსენებათ, ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია
შემდეგი სტატიატერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული თანამშრომლობა ეფუძნება- ელმარ მამედიაროვი