ტერეზა მეი სირიაზე დარტყმას აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, პარლამენტისაგან სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთანავე, ასადის რეჟიმზე დარტყმის უფლებას ითხოვს… აცხადებს გაზეთი Mirror-ი.
გამოცემის აზრით, ბრიტანელი პრემიერი უკვე ივნისის თვეში აპირებს ზემოხსენებული მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, რომლის უმრავლესობაც დიდი ალბათობით პრემიერის ინიციატივას მხარს დაუჭერს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის დროს 89 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა ბავშვები და ქალები იყვნენ. აღნიშნულ ინციდენტზე, დასავლეთის აზრით პასუხისმგებელი ასადის რეჟიმია

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ეკლესიებს პოლიტიკაში ჩართვის უფლება მისცა
შემდეგი სტატიასირიაში დეესკალაციის ზონებზე შეთანხმებას ვაშინგტონი ეხმაურება