სირიაში დეესკალაციის ზონებზე შეთანხმებას ვაშინგტონი ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა 4 მაისს ასტანაში რუსეთის, თურქეთისა და ირანის წარმომადგენელთა მიერ მიღებულ შეთანხმებაზე, რომელიც სირიაში დეესკალაციის ზონების შექმნას ეხება.
,,მიუხედავად იმისა, რომ ასტანის შეხვედრაზე იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი სტიუარტ ჯონსი, აშშ ამ მოლაპარაკების მონაწილე ან მხარე არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, აშშ მხარს უჭერს რუსეთისა და თურქეთის ძალისხმევას ამ ხელშეკრულების მომზადების თაობაზე და ჩვენის მხრივ რეკომენდაცია გავუწიეთ სირიის ოპოზიციას, აქტიური მონაწილეობა მიეღო ამ დოკუმენტის განხილვაში,, განაცხადა აშშ-ს დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეი სირიაზე დარტყმას აპირებს
შემდეგი სტატიაქუთაისში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს