ტერეზა მეი, ბრიტანეთის ახალი პრემიერი, დაუნინგ სთრითზე გადავიდა

21დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დაუნინგ სთრითის ცნობილ რეზიდენციაში გადავიდა – მან ამისთვის ყველა ცერემონია დაასრულა.
თავის მისასალმებელ სიტყვაში მეიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია ეროვნებათაშორის კავშირის გამყარება, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია უსამართლობასთან და უთანასწორობასთან ბრძოლა, აუცილებელია ღარიბი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახების დახმარება და უმუშევრობასთან ბრძოლა.
“ჩვენ ყველანი ერთად, ბრიტანეთს უკეთესს გავხდით” – განაცხადა მეიმ.
მეი ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერ-მინისტრია.
დაუნინგ -სტრითზე გადასვლამდე, ის ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედს შეხვდა “ხელზე კოცნის” ცერემონიისათვის, რომლის შემდეგადაც, დედოფალმა მას ბრიტანეთის ახალი მთავრობის ფორმირება სთხოვა.

დაუნინგ-სთრითის N10 1732 წლიდან პრემიერების რეზიდენციაა. ცნობილ შავ კარებთან იწყებდნენ და ასრულებდნენ თავიანთ მუშაობას ბრიტანეთის პრემიერები, მათ შორის უინსტონ ჩერჩილი და მარგარეტ ტეტჩერი.

მეის წინამორბედი, დევიდ კემერონი 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გადადგა – რეფერენდუმზე ბრიტანელებმა ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცეს.

22

უკანასკნელი 6 წლის მანძილზე მეი გაერთიანებული სამეფოს შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

როგორც კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა, მეიმ 2003 წელს ხმა ბრიტანეთის ერაყში შეჭრას მისცა.
2015 წლის ბოლოს, პარიზის ტერაქტების შემდეგ, მეიმ ხმა მისცა ბრიტანეთის არმიის სირიაში სამხედრო მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ნატო შავ ზღვაზე აქტიურობის გამო გააფრთხილა
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა