რუსეთმა ნატო შავ ზღვაზე აქტიურობის გამო გააფრთხილა

რუსეთმა ნატო შავ ზღვაზე აქტიურობის გამო გააფრთხილა

1 (1)რუსეთმა ბრიუსელში რუსეთ-ნატოს შეხვედრაზე ალიანსი გააფრთხილა იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს ნატოს შავ ზღვაზე აქტიურობებს.
“ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ, ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვა. ჩვენ ვთქვით და ვთვლით, რომ ნატოს ქვეყნების ნებისმიერი აქტიურობა შავ ზღვაზე სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და რეგიონის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს” – განაცხადა რუსეთის ნატოში მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტზე უკრაინამ და ნატომ რუსეთის შავ ზღვასთან დაკავშირებულ გეგმებზე შეშფოთება გამოთქვეს.
მოსკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ნატოს შავ ზღვაზე გამაგრების საპასუხოდ ყველა ზომას მიიღებს, რომ რეგიონში ბალანსი შეინარჩუნოს.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ ვაშაძესთან, „ახლებთან“, ედპ-სთან, დავითაიასა და ხარატიშვილთან ერთად პროდასავლურ ცენტრს ქმნის?
შემდეგი სტატიატერეზა მეი, ბრიტანეთის ახალი პრემიერი, დაუნინგ სთრითზე გადავიდა