ტერაქტი პაკისტანში – გარდაცვლილია 23 ადამიანი

მორიგ ტერაქტს პაკისტანში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 30 მოქალაქე. ინციდენტი ქალაქ ფარაჩინარში ხალხმრავალ ბაზარში მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა სუნიტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო, რითიც სამართალდამცველების ეჭვი გამართლდა, რადგან აღნიშნული რაიონი შიიტებითაა დასახლებული.

ბოლო პერიოდში ამ რეგიონში სუნიტების მხრიდან შიიტ მუსლიმებზე თავდასხმები გახშირდა, რის გამოც, არმიამ ჯიჰადისტების პოზიციებზე შეტევა გააძლიერა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა
შემდეგი სტატიააშშ-მა და კოალიციის ავიაციამ ერაყში ტერორისტების პოზიციებზე იერიშები განახორციელეს