საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურმა პარტიამ არჩევნები ყველა რეგიონში წააგო. მარი ლეპენის შტაბში დამარცხება უკვე აღიარეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გამარჯვება, ხმების 39%-ით ნიკოლა სარკოზის კონსერვატულმა პარტიამ მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მმართველი ძალა, სოციალისტები 31%-ით გავიდნენ.

ნაციონალისტებს მეორე ტურში კი მხოლოდ 28%-ანი მხარდაჭერა ჰქონდათ. გამარჯვება უკვე აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლეპენის პარტია ყველა რეგიონში დამარცხდა
შემდეგი სტატიატერაქტი პაკისტანში – გარდაცვლილია 23 ადამიანი