ტექნიკური უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სასამართლოს მიმართავს

ტექნიკური უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სასამართლოს მიმართავს

ტესდღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი პროფესორ- მასწავლებელი გამოეხმაურა უნივერსიტეტში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სტუ-ს პროფესორთა გაფართეობული კრება გაიმართა სადაც პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან სპეციალური რეზოლუცია შემუშავდა.
რეზოლუცია ერთხმად მიიღო 1000-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა. უნივერსიტეტის პროფესურა ცალსახად ემიჯნება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, რომლებიც იმთავითვე მოკლებული იყო აკადემიურობის ფუნდამენტურ პრინციპებს და გმობს აქციის მონაწილეთა მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვის ფაქტებს.
ისინი კოლეგებს მოუწოდებენ შიმშილობის აქციის შეწყვეტისკენ, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ჯანმრთელობას და ამავდროულად უნივერსიტეტმა შეძლოს შეუფერხებლად ჩვეულ აკადემიურ გარემოში საქმიანობა.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა შესაძლო ნეგატიური პრეცედენტის შემთხვევაში, მორალური პასუხისმგებლობა აქციის მონაწილეებს ეკისრებათ.
ამასთანავე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადების გამო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისარგებლოს საქმიანირეპუტაციის, პატივისადაღირსებისშელახვის გამო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით.
„მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პროფესორების გოდერძი ტყეშელაშვილის, ნოდარ უღრელიძის და ზაალ მიქაძის მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის და პროფესურის პატივისა და ღირსების შემლახველი არაერთგზის საჯარო განცხადების გათვალისწინებით,უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ფარგლებში, განიხილოს მათთან შრომითიურთიერთობისგაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი“ – ნათქვამია რეზოლუციაში.
გთავაზობთ რეზოლუციის სრულ ტექსტს:
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტუ-ს პროფესორთა საერთო (გაფართეობული) კრება ადგენს:

1. უნივერსიტეტის პროფესურა ცალსახად ემიჯნება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, რომლებიც იმთავითვე მოკლებული იყო აკადემიურობის ფუნდამენტურ პრინციპებს და გმობს აქციის მონაწილეთა მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვის ფაქტებს.
2. კოლეგიალურად მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს შეწყვიტონ შიმშილობის აქცია, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ჯანმრთელობას და ამავდროულად უნივერსიტეტმა შეძლოს შეუფერხებლად, ჩვეულ აკადემიურ გარემოში საქმიანობა.
3. ეცნობოს აქციის მონაწილეებს, რომ ყველა შესაძლო ნეგატიური პრეცედენტის შემთხვევაში მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ.
4. აქციის მონაწილეთა მხრიდან მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადების გამო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისარგებლოს საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით.
5. მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პროფესორების გოდერძი ტყეშელაშვილის, ნოდარ უღრელიძის და ზაალ მიქაძის მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის და პროფესურის პატივისა და ღირსების შემლახველი არაერთგზის საჯარო განცხადების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ფარგლებში, განიხილოს მათთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი“.

banner
წინა სტატიაშიკლიჩკომ ველოსიპედზე გადაჯდა
შემდეგი სტატიათურქული კილისი სირიის მხრიდან ისევ დაიცხრილა