თურქული კილისი სირიის მხრიდან ისევ დაიცხრილა

თურქული კილისი სირიის მხრიდან ისევ დაიცხრილა

ტუთურქეთის სასაზღვრო ქალაქი კილისი კიდევ ერთხელ გახდა სირიის მხრიდან შეტევის მსხვერპლი – ამის შესახებ დღეს თურქული არხი Habertürk-ი ავრცელებს.
ქალაქში, მინიმუმ სამი რაკეტა აფეთქდა, რომელიც სირიის ტერიტორიიდან იყო გამოშვებული – თურქეთთან მოსაზღვრე სირიის ტერიტორიები “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლქვეშ იმყოფებიან. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვი. თურქეთის არტილერიამ ტერორისტების პოზიციებზე საპასუხო იერიში მიიტანა.
შეგახსენებთ, რომ კილისზე უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე მეორედ მოხდა სირიის ტერიტორიიდან რაკეტების დაშენა.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატია“მივმართავ დედაქალაქის მერს, დაინტერესდეს პრობლემით, რომელიც მხოლოდ მე არ მეხება”