ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2016 20:18

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაში აღნიშნული, შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა.

„შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისთვის” ამზადებდა და ეთერში გადიოდა, ვაცხადებთ, რომ არხი ამ გადაცემებს ინარჩუნებს და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს“, – ნათქვამია „ტელეიმედის“ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედის” წერილის საფუძველზე, არხსა და კომპანია შპს „აკორდს“ შორის არსებული ყველა ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2016 20:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics