ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას გამორიცხავს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას გამორიცხავს.ამის შესახებ მან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმარლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ბში კახა კოჟორიძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ესწრებოდნენ.

როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღწეული არ არის.

„მოგეხსნებათ, რომ პრემიერს აქვს ათი დღე კონტრასიგანაციისთვის. აქტის გადაცემიდან ჯერ კიდევ არის დრო. ვიმსჯელებთ და აუცილებლად, უახლოეს დღეეებში მოგახსენებთ. არანაირი სამართლებრივი ნორმა დარღვეული არ იქნება. თუ ეს აქტი გამოქვეყნდება, ის ყველა ნორმა, რაც კოდექსში წერია, გამოქვეყნების შემთხვევაში, ძალაში შევა რა თქმა უნდა. მე პირადად გამოვრიცხავ, რომ არჩევნების დღე შეიცვალოს. არჩევნების დღე ცნობილია, თუმცა დანარჩენ დეტალებზე ვმსჯელობთ“, – განაცხადა ირინა იმარლიშვილმა.

კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი შეიცვალოს, იმერლიშვილი აცხადებს, რომ საუბარი არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა თემაზე მიდის.

რაც შეეხება პრეზიდენტის განკარგულებების პრემიერის მიერ კონტრასიგნაციის საკითხს, უშიშროების საბჭოს მდივანმა განმარტა, რომ მთავრობის მეთაურის ნაცვლად, განცხადებას ვერ გააკეთებს.

„მე პრემიერის ნაცვლად განცხადებას ვერ გავაკეთებ ამ თემაზე. ეს გადაწყვეტილება ერთობლივარ იყო მიღებული“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებები ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასკანდალი – ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს