TCH.ua-ს ცნობით,მიხეილ სააკაშვილი კიევიდან პოლონეთში უკვე გაამგზავრეს

TCH.ua-ს ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან პოლონეთში უკვე გაამგზავრეს. ტელეარხი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩარტერული რეისი კიევის დროით 16:00-ზე გაფრინდა.

ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ТСН.uа-სთან საუბარში ამბობს, რომ “ამას ჰქვია რეადმისია – არალეგალის დაბრუნება იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა”. მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს

banner
წინა სტატიაშიუკრაინა და საქართველო სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
შემდეგი სტატიაპოროშენკოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაადეპორტეს