უკრაინა და საქართველო სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ბებიაჩემი მზია წერეთელი

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?ამ დროისთვის უკრაინა და საქართველო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა პოლონეთში დეპორტაციის შესაძლებლობა არსებობს. ამის შესახებ Front News International-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

“თუ უახლოესი ორი საათის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის დადასტურებას არ მიიღებს, მისი პოლონეთში დეპორტაცია განხორციელდება”, – განაცხადა წყარომ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში, რესტორან “სულგუნში” დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ დღეს შესაძლოა, მისი დეპორტაცია განხორციელდეს და ის აეროპორტშია გადაყვანილი. სააკაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ აეროპორტ “ჟულიანის” ბლოკირებას მოახდენენ.

banner
წინა სტატიაშივარშავა – კიევი 17:25 წთ- სააკაშვილის მომხრეები აეროპორტის ბლოკირებას იწყებენ
შემდეგი სტატიაTCH.ua-ს ცნობით,მიხეილ სააკაშვილი კიევიდან პოლონეთში უკვე გაამგზავრეს