პოროშენკოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაადეპორტეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული-„დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“ აცხადებს უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხიელ სააკაშვილი ჩარტერული რეისით კიევიდან ვარშავის მიმართულებით კიევის დროით 16 საათზე გაფრინდა. ის კიევში, რესტორან “სულგუნში” დააკავეს.პოროშენკოს ადმინისტრაციაშიც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაადეპორტეს.

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს. unian-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს, ვინც სააკაშვილი დააკავა, “სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის” ფორმები ეცვათ. რესტორანში შევარდნის ვიდეო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავებასთან არაფერ შუაში არიან. უწყების პრესსპიკერის, ლარისა სარგანის თქმით, “ყველა მოქმედება, რაც ახლა მიმდინარეობს, მათი კომპეტენციის მიღმაა”.

banner
წინა სტატიაშიTCH.ua-ს ცნობით,მიხეილ სააკაშვილი კიევიდან პოლონეთში უკვე გაამგზავრეს
შემდეგი სტატიაუკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს