ტარიელ ფოცხვერია შესაძლოა გაათავისუფლონ

საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე გათავისუფლების მიზეზად ფოცხვერიას ავადმყოფობას ასახელებს.

ადვოკატების თქმით, მათ აქვთ ყველა მტკიცებულება, რაც მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობაზე მეტყველებს.

„წარვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც ტარიელ ფოცხვერიას მძიმე ავადმყოფობაზე მეტველებს. ეს უკვე გათავისუფლების საფუძველია. იმედია, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და დაცვის მხარის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული“, – ამბობს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფოცხვერია „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით იხდის სასჯელს.

banner
წინა სტატიაშისუს-მა შესაძლოა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი: ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს