ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალ რახმონმა თანამემამულეებს ურჩია საკვების მარაგი გაიკეთონ შესაძლო კრიზისის გამო – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა მოწოდება – წერს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
“ამომალ რახმონმა მოსახლეობას მცირეთოვლიანი ზამთარი და მომავალი ადრეული გაზაფხულის შესახებ შეახსენა და გააფრთხილა, რომ შესაძლებელია დაიწყოს გვალვები, წყლის ნაკლებობა. ასევე, შესაძლებელია მოსავალი არ მოვიდეს. არსებული სიტუაციის გამო პრეზიდენტმა წყლის მარაგის გაკეთება ურჩია ყველას, ვისაც ეს შეუძლია, მან მოსახლეობას ასევე მოუწოდა საკვები პროდუქტები მოიმარაგონ” – ნათქვამია პრეს-სამსახურის შეტყობინებაში.