ვიქტორ იანუკოვიჩის სურვილია უკრაინაში დაბრუნება

ვიქტორ იანუკოვიჩის სურვილია უკრაინაში დაბრუნება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატმა, ვიტალი სერდიუკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის სურვილია ქვეყანაში დაბრუნება და ამისათვის “მიღებული იქნება შესაბამისი ზომები”.
“მისი სურვილია უკრაინაში დაბრუნება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია სამართლებრივი ზომები იქნას მიღებული. იანუკოვიჩს საკუთარი უფლებები არ მოუხსნია და არც გადამდგარა ქვეყნის ხელმძღვანელი პოსტიდან” – განაცხადა ადვოკატმა.
“მისი თქმით, იანუკოვიჩი არ ემალება უკრაინელ სამართალდამცველებს, რომლებიც მის წინააღმდეგ საქმეს იძიებენ, პირიქით, მისი სურვილია მათთან ითანამშრომლოს” – თქვა სერდიუკმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის დეკემბერში იანუკოვიჩმა პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა
შემდეგი სტატიატაჯიკეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას საკვების და წყლის მარაგის გაკეთებისკენ მოუწოდა