ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს-გიორგი კვირიკაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 30, 2018 11:22

ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს-გიორგი კვირიკაშვილი

“ყვავ-ყორნებივით რომ დატრიალებთ ადმინისტრაციას – გამოძინეთ კარგად!”-ამის შესახებ პრემიერმინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ძალინ მოსაწყენი, რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ვთქვა იმ ადამინების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტირალებენ მთავრობის ადმინსტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადომაზე, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად სანამ საქართველო წინ წავა”, – განაცხადა პრემიერმა და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის, ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გვამცნო.

ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა განცხადება. მაია ცქიტიშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
ზურაბ ალავიძე კი მინისტრის პოსტს 2016 წლის 29 ნოემბრიდან იკავებდა. მან თავად მიმართა პრემიერს გადადგომის მოთხოვნი და ის კერძო სექტორში ბრუნდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

“წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მახსოვს, კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის.

მაშინვე ამბობდა, რომ იგი საკუთარ თავს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ხედავდა საჯარო სექტორში, გამომდინარე იქიდან, რომ მე მას 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის იყო კერძო სექტორში.

რამდენიმე დღის წინ, მან მომმართა თხოვნით – კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე. მე, ასევე, დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე. ამგვარად უკვე ვეღარ შევძელი და ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება.

მინდა ვთქვა, რომ ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა და მე მას დიდი ხანია ვიცნობ, იყო გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი. ის ყოველთვის იყო ბიუროკრატიის წინააღმდეგი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი. მან ეს დაადასტურა საკუთარი მუშაობითაც მთავრობაში, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ეს გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა, სადაც მან 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში – სივრცითი განვითარების კომპონენტში სერიოზული პროგრესი აჩვენა.

დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: რიკოთის მონაკვეთის პროექტი; ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა; დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა, ასევე, ზემო იმერეთისა და რაჭის შემაერთებელი გზა; წყალმომარაგების პროექტებში – 300 000-მდე ადამიანის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, ასე რომ, მე მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება ვუსურვო მის შემდგომ საქმიანობაში, სადაც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება.

მინდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა. მაია გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2012 წლიდან დღემდე, ძალიან წარმატებული უფროსი. ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ის საქმე და საქმის ის მოცულობა რომელსაც მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა რთული შესავსები იქნება. რთული იქნება ამ პოზიციაზე ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, მაგრამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი! დარწმუნებული ვარ, რომ სივრცითი განვითარების მიმართულებით ჩვენ კიდევ ვნახავთ ძალიან დიდი წარმატებებს.

მე მინდა, მაიას ვუსურვო წარმატება ამ ახალ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში!

ასევე, მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო იმ პოლიტიკურ მითქმა-მოთქმას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინ. ამ ცვლილების თაობაზე გაჟონა ინფორმაციამ და რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს და არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში. ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. „ოპოზიციონერები“, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ, გუშინ იყვნენ აყოლილნი ამ მითქმა-მოთქმას. მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. რაც მოგიყევით, ეს არის სიმართლე და ეს არის ის რეალობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, ასევე იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ „ტაიმერები“ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს „ტაიმერი“ რამდენიმე წელი, მინიმუმ, არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ. ასე ვთქვათ, მე მათი საცოდაობით აღარ ვარ. გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 30, 2018 11:22