სკანდალი-მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი დაარღვია

“თაიმერს” სკანდალური ვიდეო ჩაუვარდა ხელში – ვიდეო გადაღებულია ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა. ჩანაწერში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საუბრობს. ის ამბობს, რომ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაში უნდა ფიგურირებდეს აფხაზეთი, სხვა შემთხვევაში “მხარე” საუბარს არ აპირებს. ამ ფრაგმენტის ჩაწერა და გავრცელება, შესაძლებელია, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდეს, რომ აფხაზური მხარის პრინციპულობას გაუსვას ხაზი.

ვიდეო, სავარაუდოდ, ტელეფონით არის გადაღებული და თუკი გადაღების კუთხეს გავითვალისწინებთ, არ ჩანს, რომ მას ჩუმად იღებენ. გადამღებიც მოლაპარაკების მაგიდას უზის, სავარაუდოდ, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელია.

ჟენევის მოლაპარაკებები მკაცრად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი რეგლამენტი ნებისმიერი ტიპის ვიდეო-გადაღებას კრძალავს. “თაიმერი” დღეს შეეცდება საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი მოიპოვოს.

 

banner
წინა სტატიაშიშექმნილია პროგრამა, რომელიც WhatsApp-ის მომხმარებლებზე თვალყურის დევნის საშუალებას იძლევა
შემდეგი სტატიატაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს-გიორგი კვირიკაშვილი