სვანეთში სპეცტექნიკას ელოდებიან – მაშველები ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლს ეძებენ

სვანეთში ამ დრომდე სპეცტექნიკის მისვლას ელოდებიან, რის შემდეგაც მაშველები მდინარე ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაობს დაიწყებენ. პარალელურად კი, სპეცილური ხიდის მშენებლობა დაიწყება, რაც მაშველებს მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილს წყლიდან ამოღების საშუალებას მისცემს.

შემთხვევა გუშინ კალა-უშგულის გზაზე მოხდა. მძღოლი, რომელიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ცხედარი ენგურმა გაიტაცა. მაშველების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ყველაზე სწრაფია, რაც სამუშაოებს ართულებს.

banner
წინა სტატიაში,,ბრმებისთვისაც ნათელი ხდება, რომ ოკუპაციის პირობებში არავითარი “დალაგება” რუსეთთან არ და ვერ მოხდება”
შემდეგი სტატიახაშურში საავადმყოფოს ექიმებმა გაფიცვა შეწყვიტეს