სუს-ი სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნულ ფაქტს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებად აფასებს:

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-"სუს"-ი
„გორის რაიონის სოფ. ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფ. ერგნეთში“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ – ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე
შემდეგი სტატია(ვიდეო) დაპირისპირება ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე