(ვიდეო) დაპირისპირება ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე

დაპირისპირება ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. ერთმანეთს დაზარალებული მოვაჭრეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეებმა დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა სცადეს.
დაზარალებულების განცხადებით, ადგილზე ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, შესაბამისად მათ სურდათ გამოეტანათ ის ნივთები, რომელიც ხანძარს გადაურჩა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს ჩანიშნულია დაზარალებულების შეხვედრა ვიცე მერთან. ლაშა აბაშიძე დაზარალებულებს დღეს 13:00 საათზე შეხვდება. მოვაჭრეები ვიცე-მერს დაზიანებული და განადგურებული საქონლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
თუმცა როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ამბობენ, მათ მერიაში დანიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კურიერისგან გაიგეს.
მოვაჭრეები მოითხოვენ თბილისის ვიცე-მერი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდეს რათა ყველა დაზარალებულის პოზიცია მოისმინოს.
„ხალხი ვერ მუშაობს, მე ვლაპარაკობ ახლა თორემ ჩემს უკან 2000 კაცამდეა, რომ პარალიზებულია მთლიანად ელიავა. გუშინ აბაშიძე იყო მოსული, გაესაუბრა ხალხს, დაპირებები იყო და ელოდება ხალხი მოსვლას და დილის 8 საათიდან ხალხი აქ არის, ელოდება, გაურკვევლობაშია და მოვიდეს ვიღაცა და რომ რაღაც იმედი ჩაესახოს ხალხს,“-განაცხადა გელა მამალაძემ.

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები საკუთარ მაღაზიებში უკვე შეუშვეს. დაზარალებულები მათ კუთვნილ ტერიტორიებს ათვალიერებენ, რათა შეძლონ ინფორმაციის მიღება იმის შესახებ თუ რა ოდენობის ზარალი მიიღეს.

 

https://youtu.be/6FUPvskkKgY

banner
წინა სტატიაშისუს-ი სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს
შემდეგი სტატიაინდოელი ბიზნესმენის აკბარ ქურეშის ქართველმა ადვოკატმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას