ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ – ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე

სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან ბანერის დამონტაჟებასთან დაკავშირებითგანცხადება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.მისი თქმით,გააქტიურდება ყველა მექანიზმი, მათ შორის დაგეგმილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა სოფელ ერგნეთში. ციხელაშვილის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.

“ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ, რათა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ გავააქტიურებთ ცხელ ხაზს, ასევე მომდევნო კვირას დაგეგმილი გახლავთ ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი. აქვე უნდა გითხრათ, რომ საუბედუროდ, ეს არ არის ახალი საკითხი. ყველა შეხვედრის ფარგლებში, ფაქტობრივად, მოსახლეობის მიწებზე წვდომა მოსავლის აღების შესაძლებლობის მიცემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო
შემდეგი სტატიასუს-ი სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს