სუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განაგრძობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მონიტორინგს. სუს-ის მიერ გამოძიებულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სუს-ი საპოლიციო ფუნქციებს ითავსებს. შესაბამისად, არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო რესურსი.
* * * *
2015 წელს, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქმნებოდა, არასამთავრობო სექტორის მიერ გამოითქვა კრიტიკა სტრუქტურაში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციისა და ფუნქციების დუბლირების გამო. შსს-მ კრიტიკა უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან, მათი განცხადებით, სუს-ის ფუნქციას წარმოადგენდა პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ხოლო პოლიციის ამოცანა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა იყო. შესაბამისად, სუს-ის საქმიანობა არ შეეხებოდა „მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი კონკრეტული საფრთხეების აცილებას, არამედ გლობალურ, ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე ინტერესებს და მცდელობებს, მიმართულს სახელმწიფოს არსებობის და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ“.
* * * *
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სადაზვერვო უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახურების სამუშაო მიმართულებას შეადგენს, მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი შემდეგი დანაშაულები:
ტერორიზმი;
სახელმწიფოსა და მისი კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნა;
ტერორიზმისაკენ მოწოდება/ წახალისება
ექსტრემისტული/სეპარატისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული, სახელმწიფოს ერთიანობის/უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი აქტივობები.
* * * *
საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ სუს-ის მიერ გამოძიებულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებულ საქმეთა უმრავლესობა არ შეიცავს რისკებს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.
იმის საილუსტრაციოდ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი საქმიანობა ფუნდამენტურ რევიზიას საჭიროებს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ერთმანეთს შეადარა ესტონეთის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ გამოძიებული საქმეები:

ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებული საქმეები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებული საქმეები
2015 წლის 20 ნოემბერს ესტონეთის უზენაესმა სასამართლომ ესტონეთის ცენტრისტული პარტიის გენერალური მდივანი დამნაშავედ ცნო ყალბი დოკუმენტის დამზადებაში, რომლის მეშვეობითაც პარტიამ გაურკვეველი წარმომავლობის დიდი ოდენობით თანხების გამოყენება შეძლო. დანაშაული ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა. 2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 29 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის:
თაღლითობა (სსკ-ის 180-ე მუხლი) – 5 სისხლის სამართლის საქმე
მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი) – 3 სისხლის სამართლის საქმე

2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 პირი დააკავა:
სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ქრთამის სახით 300 ლარის აღების ფაქტზე
2016 წელს, ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურმა დაასრულა გამოძიება ესტონეთის ენერგეტიკული კომპანიის (Eesti Energia Tehnoloogiatööstus) მენეჯერების საქმიანობასთან დაკავშირებით.
ასევე, შეისწავლა იმ მსხვილი კომპანიების საქმიანობა, რომელთა მასშტაბურ ოპერაციებს და შესყიდვებს
სტრატეგიულ მნიშვნელობა ჰქონდათ.

2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 47 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის:
თაღლითობის 8 ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლი)
მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი) – 2 საქმეზე
კომერციული მოსყიდვა (სსკ-ის 221-ე მუხლი) – 5 სისხლის სამართლის საქმეზე

ასევე, 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 პირი დააკავა:
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე
ხონის სატყეო უბნის ტყის მცველის მიერ 3,000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე
2019 წელს ტალინის სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნო ესტონეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის განყოფილების კომუნიკაციების მენეჯერი, რომელმაც
წინასწარი შეცნობით გააყალბა სამსახურებრივი დოკუმენტები და გამოიყენა აღნიშნული მის მიერვე ორგანიზებული საჯარო შესყიდვებისათვის. მსჯავრდებული 2016 წელს იქნა დაკავებული ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 91 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის:
8 თაღლითობა (სსკ-ის 180-ე მუხლი)
თაღლითობა და გულგრილობა (სსკ-ის 180 და სსკ-ის 2201 მუხლებით) – 3 საქმე
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (სსკ-ის 185-ე და 284-ე მუხლებით) – 1 სისხლის სამართლის საქმე
ასევე, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 პირი დააკავა:
ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვისათვის ქრთამის აღების ფაქტზე
შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ 700 ლარის აღების საქმეზე (სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები)
მოქალაქის მიერ თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მართვის მოწმობის აღების სანაცვლოდ 800 ლარის თაღლითობით დაუფლების საქმეზე.
2020 წლის 3 ნოემბერს ტარტუს საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ტარტუს მერის ყოფილი მოადგილე განსაკუთრებით მასშტაბური პროცედურული დარღვევებისათვის.

2020-2021 წელის განმავლობაში (თებერვლის ჩათვლით) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 75 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის:
თაღლითობის 9 ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლი)
მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი) – 2 სისხლის სამართლის საქმე
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით (სსკ-ის 185-ე მუხლი) – 1 სისხლის სამართლის საქმე
ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (სსკ-ის 210-ე მუხლი) – 1 სისხლის სამართლის საქმე

ამავდროულად, 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 პირი დააკავა:
ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხის აღების ფაქტზე
ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებისათვის, (სსკ-ის 221-ე და 362-ე მუხლები) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების დამზადების ფაქტზე
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მფარველობისათვის 300 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე.

* * * *
საქართველოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის მიერ (OECD-ACN) მიცემული რეკომენდაცია, სუს-იდან ანტი-კორუფციული სააგენტოს გამოყოფის შესახებ.

 

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – „ოცნება“ ხელისუფლებაში ტყუილად ყოფილა და ამას პრემიერი პირადად ამბობს
შემდეგი სტატიასაქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ში მონაწილეობს