ჭიჭინაძე – „ოცნება“ ხელისუფლებაში ტყუილად ყოფილა და ამას პრემიერი პირადად ამბობს

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ტყუილად ყოფილა და ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირადად ამბობს, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 10 წლის შემდგომ ეკონომიკურ გეგმებზე მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ უახლოეს პერიოდზე პასუხისმგებლობის აღების არც თავი აქვს ვინმეს და არც სურვილი.

„დღეს წარმატებული მმართველობა გვაქვსო, გვიმტკიცებს მეორედ გაპრემიერებული ღარიბაშვილი, რომელიც თავის დროზე, ივანიშვილმა პირადად გააგდო მის გარშემო გამეფებული კორუფციის გამო. მერე კვირიკაშვილს უთხრა, ბავშვები როგორ აშიმშილე, ღამები არ მეძინა შენს გამოო და ისიც გაუშვა. ბახტაძის პერიოდში საერთოდ ჩამოიქცა და ჩამოინგრა ყველაფერი, რისი ჩამოქცევაც შეიძლებოდა, შემდეგ „გენიალური კრიზის-მმართველი“ გახარია, ვისაც ახლა ყველაზე მეტად ლანძღავენ, ახლა კი, ისევ ღარიბაშვილი წარსდგა ოთხი თვის თავზე წლიური ანგარიშით, აქებს „ოცნების“ ე.წ. რეფორმებს, მაგრამ ლანძღავს ყველა წინამორბედს, რითაც მხოლოდ იმას გვიდასტურებს, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მთელი 9 წელი ტყუილად ყოფილა. მოკლედ, პოპულისტურ განცხადებებს რაც ეხება, თუნდაც სუბსიდირება, ჯერ სამუშაო ადგილები შექმნან, ადამიანები დაასაქმონ, ფულის შოვნა თავად რომ შეძლონ და მერე დაასუბსიდირონ სესხები, თორემ ასე ისევ ბანკებს და საფინანსო სექტორს ეხმარებიან და არა ხალხს“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიასუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება