სუს-ში საკადრო გადაადგილებები ხორციელდება

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კერძოდ, როგორც სუს-ში განაცხადეს, ცვლილებები რეგიონალურ სამსახურებს ეხება, რომლის ფარგლებშიც ხდება საკადრო გადაადგილებები. სხვა კონკრეტიკისგან, თუ რომელი რეგიონის სამსახურის უფროსი რომელ რეგიონში ინიშნება, უწყებაში თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რეგიონი, რომელსაც ცვლილება შეეხებო აჭარაა. კერძოდ, როგორც მედია წერს, აჭარის სუს-ის უფროსმა ირაკლი ერისთავმა თანამდებობა დატოვა, თუმცა რა ახალ პოზიციაზე გადავა ის, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ „თიბისი ბანკზე“ – ესაა ივანიშვილის მცდელობა, იერიში მიიტანოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე
შემდეგი სტატიაადვოკატი მსახიობ რეზი ნასიძისთვის 1000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს