სუს-ი ახორციელებს საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკური და პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების პრევენცია და მათზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აღნიშნულ სფეროში მიღწეული წარმატებების კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

“საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორი მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც უცხოელ პარტნიორებთან და დონორებთან განხილული იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებებით ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ მიმართულებით სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ მასალებისა და ნივთიერებების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. სამსახური ახორციელებს საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკური და პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენი მთავარი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – სუს-ის ჩართულობით ე.წ. ციხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა, რომელთაც 20 წლიანი პატიმრობა ქონდათ მისჯილი
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის განვითარებაში