ვახტანგ გომელაური – სუს-ის ჩართულობით ე.წ. ციხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა, რომელთაც 20 წლიანი პატიმრობა ქონდათ მისჯილი

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სამსახური წამყვანი უწყებაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში, სადაც მუდმივად განიხილებოდა ყველა პრობლემური საკითხი და ინციდენტი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შეხვედრების დღის წერსიგში მუდმივად დგას სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის საქმეები.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. 2017 წელს გალში 10, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) 11 შეხვედრა გაიმართა. აქტიურად ფუნქციონირებდა ე.წ. „ცხელი ხაზი“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობისა და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 2017 წელს ცხინვალის ე.წ. ციხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 2016 წელს დაკავებული გიორგი გიუნაშვილი, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთიდან 6-წლიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა გიორგი ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სამსახური ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, სადაც პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ასევე გაეროს, ევროსაბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლობებთან”, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს იძიებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფამ და ორი მოქალაქის ტყვეობამ დაადასტურა, როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში
შემდეგი სტატიასუს-ი ახორციელებს საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკური და პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას