სულხან სალაძე: კანონპროექტი არ გააუარესებს მდგომარეობას, რა შიშებიც სასულიერო პირებმა გამოთქვეს, პირიქით სწორედ ამ ნაწილის პრევენციას ემსახურება

პარლამენტში მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს.
„პწარმოდგენილი ფორმით კანონპროექტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააუარესებს გამკაცრების ზომებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დღეს უფრო ცუდი მოცემულობაა – პრაქტიკულად, რეგულაციების მიღმაა საკითხი დარჩენილი. ამიტომ, ამ კანონპროექტის კანონად ქცევა არის აუცილებლობა და ამას ვერავინ ვერსად გავექცევით. „ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის თავჯდომარემ, სულხან სალაძემ.
საიას- თავჯდომარემ ხაზი გაუსვამ, რომ ბუნებრივია ცალკეულ ნორმებთნ დაკავშირებით პოზიციები განსხვავებულია, მაგრამ საკითხის რეგულირება და სამინისტროს წარმოდგენილი პროექტის კანონის ფორმით მიღება აუცილებელია.
,,ერთი, რაც მინდა აღვნიშნო – ის რეალობა, რომელშიც ახლა ჩვენ გვიწევს ყოფნა და მუშაობა, აუცილებლად მოითხოვს რეგულაციების შემოტანას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეგულაციები აუცილებლად იქნება მიღებული და პარლამენტი შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია. რეალურად, აუცილებელია, რომ ეს საკითხი არ დარჩეს რეგულაციების გარეშე. მესმის წუხილი, რაც აქ გამოითქვა… თუმცა, ერთი რამ ნამდვილად მინდა განვაცხადო, რომ ან კანონპროექტის კანონად ქცევა ნამდვილად ვერ გააუარესებს მდგომარეობას და იმ შიშებს, რომლებიც აქ სასულიერო პირებმა წარმოთქვეს, პირიქით, სწორედ ამ ნაწილის პრევენციას ემსახურება – მათ შორის, ასაკთან დაკავშირებით, გარკვეული პროფესიების მიხედვით და შეზღუდვების ნაწილში შემოტანილი სხვა საკითხებით. სხვა თემაა ამ პროექტში რა ნაწილს ვეთანხმები და რას არა. მაგრამ ერთი რამ ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევა დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი დროულად შეძლებს მის მიღებას“.- განაცხადა სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმასკმა მთვარეზე პირველი ტურისტის ფოტო დადო
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო